კარ-ფანჯრის დამზადება, მონტაჟი და შეკეთება

კარ-ფანჯრის სწორად დამზადება და მონტაჟი მნიშვნელოვანია თბოიზოლაციის, ხმის იზოლაციისა და უსაფრთხოებისთვის. ProFinder-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ ხელოსნები პლასტმასის, ალუმინის, ხისა და სხვა ტიპის კარ-ფანჯრის დამზადების, მონტაჟის, გამოცვლისა და შეკეთებისთვის.

სპეციალისტს წინასწარ მიაწოდეთ ზომები ან შეუთანხმეთ ადგილზე აზომვა. დააზუსტეთ პროფილისა და მინის ტიპი, ფურნიტურა, ფერი, მონტაჟის პირობები და გარანტია. მცირე პრობლემებისას შესაძლებელია რეგულირება, რეზინის, სახელურის, საკეტის, მინის ან დაზიანებული მექანიზმის შეცვლა. შეადარეთ პროფილები და აირჩიეთ შესაბამისი ხელოსანი.